იმერული ხაჭაპური...
მასალა: 1კგ.პურის ფქვილი, 2ჩ.ჭ მაწონი,2ცკვერცხი, 700-800გრ.ყველი.
მოვზილოთ ცომი მაწვნითა და კვერცხით.დავდოთ 1-2საათით ასაფუებლად.შემდეგ დავყოთ5-6 ნაწილად,ამოვაგუნდაოთ,გავაბრტყელოთ,ჩავყაროთ შიგ დაფშვნილი ოდნავ მარილიანი ყველი, მოვუკრათ თავი და შევდგათ აერღუმელში ანუ გამოვაცხოთ კეცებში.საერ;ოდ ხაჭაპურისათვის ხმელი ყველი არ გამოდგება.თუ ყველი მარილიანია,დავჭრათ თხელ ნაჭრებად და ჩავყაროთ ცივ წყალში გამოცხობამდე 3-4 საათით ადრე. წყალი ხშირად გამოვცვალოთ.საბოლოოდ ყველი გავწუროთ.
ხაჭაპური …..
მასალა: 600 გრ.პურის ფქვილი,200 გრ.სიმინდის ფქვილი,700 გრ,ყველი,3ც. კვერცხი,3 ჩ.ჭ მაწონი.
პურისა და სიმინდის ფქვილი მოვზილოთ მაწონი და გამოვაცხოთ ისე, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ დაფშვნილ ყველს ავურევთ ათქვეფილ კვერცხში და ხაჭაპურს ზემოდან მოვასხამთ. ასეთ ხაჭაპურის გადაბრუნება არ შეიძლება.
ხაჭაპური ……
მასალა: 1 კგ. პურის ფქვილი, 80 გრ. კარაქი, 700 გრ. ძროხის ახალი ყველი, 2 ჩ.ჭ მაწონი, 1 ჩჭ.რძე. 2ც.კვერცხი.
თეთრი პურის ფქვილი მოვზილოთ რძესა და მაწონში.დავყოთ6-7 ნაწილად, თითოეული გავათხელოთ მაგიდაზე,შიგ ჩავდოთ კვერცხში არეული დაფშვნილი ყველი, აქა-იქ დავადოთ კარაქის პატარა ნაჭრები, მოვუკრათ თავი და გამოვაცხოთ ერბოწასმულ ტაფაზე. ორივე მხარეს, რომ გამოცხვება, დავაწყოტ ცომის ფიცარზე და წავუსვათ ცოტ-ცოტა კარაქი.
იმერული ხაჭაპური კეცებს შუა...
მასალა:1 კგ.პურის ფქვილი,600 გრ. იმერული ყველი, 2-3 სუფრის კოვზი საფუარი.
მოვზილოთ ჩვეულებრივი საფუვრიანი ცომი , 6-7 ნაწილად ამოვაგუნდაოთ, გავაბრტყელოთ, დავაყაროთ წმინდად დაფშვნილი ყველი, მოვუკრათ თავი და კიდევ გავაბრტყელოთ. ცეცხლზე გავახუროთ თიხის პატარა კეცები. 6 კეცზე დავადოთ 6 ცალი გაბრტყელებული ცომი. ზემოდან დავახუროთ გაცხელებული კეცი. შევდგათ ერთიმეორეზე და გამოვაცხოთ.
იმერული ღია ხაჭაპური...
ჩვეულებრივ საფუვრიანი ცომი გავათხელოთ ერთი თითის სისქეზე.ზედ დავაყაროთ კვერცხში არეული დაფშვნილი ყველი,ნახევრად მოვუკრათ თავი, ე.ი. ღიად დავტოვოთ შუა ადგილი,საიდანაც უნდა მოჩანდეს ყველი.
ასეთი ხაჭაპურის გადაბრუნება არ შეიძლება.იგი უნდა გამოცხვეს კეცზე ან აერღუმელში.ხაჭაპურში ღია ადგილას დებენ თითო ჩაის კოვზ კარაქს.
მოხარშული ხაჭაპური...
მასალა: 600 გრ. ჭყინტი ყველი, 1 კგ. პურის ფქვილი, 2 ც. კვერცხი, 20 გრ. შაქარი, 1 ჩ.ჭ არაჟანი. მარილი გემოვნების მიხედვით.
ჭყინტი ყველი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, ჩავაზილოთ კვერცხში, ცოტა მარილი და შაქარი. ჩვეულებრივი ცომი დავჭრათ ნაჭრებად, გავათხელოთ, მოვაყაროთ ეს შემზადებული მასა და მოვუკრათ თავი. მივიღებთ პატარა კვერებს, რომლებიც უნდა მოვხარშოთ მდუღარეში. უკვე მოხარშული კვერი ზევით ამოტივტივდება. ამოვიღოთ ქაფქირით, მოვასხათ არაჟანი და მოვაყაროთ შაქარი. ასეთი ხაჭაპური კარგია ცხლად.
ოსური ხაჭაპური (ხაბიზგინა)...
მასალა: 700 გრ. პურის ფქვილი, 400გრ. ყველი, 300 გრ. ერბო, 2-3 ს.კ. საფუარი, მარილი- გემოვნების მიხედვით.
მოვზილოთ ჩვეულებრივი საფუვრიანი ცომი და დავდგათ ასაფუებლად ერთი საათით. შემდეგ დავყოთ ნაწილებად, ამოვაგუნდაოთ, გავათხელოთ, ბლომად დავაყაროთ დაფშვნილი ყველი და მოვუკრათ თავი. ერბო გავადნოთ ღრმა ტაფაზე, დავდოთ ზედ ხაჭაპური და გამოვაცხოთ ორივე მხარეს შეწითლებამდე.
რაჭული ხაჭაპური...
მასალა: 700 გრ. პურის ფქვილი, 400 გრ. ყველი, 2ც. კვერცხი, მარილი გემოვნების მიხედვით.
ამ ხაჭაპურს აქვს არა მრგვალი, არამედ ოთხკუთხედის ფორმა. ჩვეულებრივ ცომს გავათხელებთ ოთხკუთხედად, შუაში დააყრიან კვერცხში არეულ დაფშვნილ ყველს. გადაკეცავენ ოთხივე კუთხეს კონვერტივით, ზემოდან წავუსვათ კვერცხის გულს და გამოაცხობენ გახურებულ აერღუმელში ან კეცზე.
ხაჭაპური საფუარიანი ცომისაგან...
მასალა:1კგ.საფუვრიანი ცომი,800გრ. ძროხის ყველი.
საფუვრიანი ცომი გავაბრტყელოთ.ცომზე ბლომად მოვაყაროთ დაფშვნილი ყველი.ცომის ნაპირები შევაერთოთ შუა ადგილას.შემდეგ ხელებით ისევ გავწიოთ,გავაბრტყელოთ და დავაკრათ გახურებულ თიხის კეცზე,ზემოდან დავახუროთ მეორე კეცი.დავაყაროთ ჯერ ნაცარი, შემდეგ კი-ნაკვერჩხლები.დაახლოებით 30-35 წთ-ის შემდეგ ხაჭაპური მზად იქნება.
სულუგუნის ხაჭაპური...
მასალა:350გრ. პურის ფქვილი, 1ჩ/ჭ მაწონი,3ც. კვერცხი,500გრ. სულუგუნი, 100გრ. ერბო,მარილი გემოვნებით.
მოვზილოთ ცომი ზემოთ ჩამოთვლილი მასალისაგან,მხოლოდ კვერცხის ცილა ცალკე ავთქვიფოთ და ავურიოთ აფუების შემდეგ. სულუგუნი დავჭრათ გრძელ და ბრტყელ ნაჭრებად. თითოეული ნაჭერი ამოვავლოთ ამ ცომში და ორივე მხრიდან შევწვათ ტაფაზე, ერბოში.
ღია ხაჭაპური...
მასალა: 1კგ. პურის ფქვილი, 800გრ.ყველი, 1ჩ/ჭ საფუარი,მარილი გემოვნების მიხედვით.
ღია ხაჭაპურს ზემოდან აყრიან კვერცხში ჩაფშვნილ ყველს და ირგვლივ შემოუკეცავენ კიდეებს.გამოცხობის დანარჩენი წესები იგივეა.
ხაჭაპური ფენოვანი ცომისაგან...
მასალა: 600გრ. პურის ფქვილი, 300გრ. კარაქი, 400 გრ.ყველი,1ც. კვერცხი.
ფენოვან ცომს მოვამზადებთ და დავყობთ რამდენიმე ნაწილად.თითოეულს გავათხელებთ და შუა ადგილას დავაყრით დაფშვნილ ყველს.1ც.კვერცხში აზელილ ყველჩადებულ ცომს,მოვუკრავთ თავს,ერთხელ კიდევ გავათხელებთ და გამოვაცხობთ ჩვეულებრივ.
ხაჭოიანი ხაჭაპური...
მასალა:800გრ. პურის ფქვილი, 400გრ.ხაჭო,200გრ ყველი , 1ჩ.კ.საჭმლის სოდა, 2ც.კვერცხი , 100გრ ერბო, 1ჩ. ჭიქა არაჟანი, მარილი და შაქარი გემოვნების მიხედვით.
მოვზილოთ ჩვეულებრივი ცომი სოდანარევ თბილ წყალში. ცომი გავყოთ ორ ნაწილად , ამოვაგუნდაოთ, ორივე გავაბრტყელოთ , დავაყაროთ კვერცხში არეული, დაფშვნილი ყველი და ხაჭო. შემდეგ გადავაფაროთ მეორე გათხელებული ცომი . ამოვჭრათ ჭიქით პატარა კვერები , შევუკრათ ნაპირები , მოვხარშოთ ადუღებულ ერბოში, დავაწყოთ თეფშებზე, ბოლოს მოვაყაროთ ცოტა შაქარი და მოვასხათ არაჟანი .
ფშავ-ხევსურული ხაჭაპური...
მასალა:1კგ ყველი, 2ჩ.ჭ პურის ფქვილი, 300 გრ . ერბო ან კარაქი
ფშავ-ხევსურული ხაჭაპური მზადდება შემდეგნაირად; ჭყინტ ყველს დაფშვნიან , შეაზელენ 300გრ. კარაქს და ჩაყრიან ფქვილს და ზელენ განუწყვეტლივ დიდი ხის კოვზით . ერთი საათის დუღილის შემდეგ ჯამებით ჩამოარიგებენ.ცხელ ხაჭაპურთან მიიტანენ ცივ რძეს.ხაჭაპურს ასევე ამზადებენ მოხევეებიც.
იმერული ხაჭაპური...
ინგრედიენტები: 1 კგ ფქვილი 30-50 გ საფუარი 2 ჩაის ჭიქა წყალი ან რძე 5 სუფრის კოვზი ცხიმი 3-4 ცალი კვერცხი (ცომისათვის) 1კგ ყველი 2-3- ცალი კვერცხი (შიგთავსისათვის) გაათბეთ წყალი ან რძე, გახსენით შიგ საფუარი, დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი და მოზილეთ ცომი. შეაზილეთ ცხიმი, შემდეგ მოაყარეთ ცოტა ფქვილი და დადგით თბილ ადგილას 3-4 საათით. დაფშვენით ყველი, დაუმატეთ კვერცხი და ცოტაოდენი ცხიმი. გააბრტყელეთ ცომი, მიეცით მრგვალი ფორმა, მოათავსეთ ზედ ყველის მასა, მოუკარით პირი და გამოაცხვეთ. შეგიძლიათ ზემოდან წაუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული.
ხაჭაპური……
1 ლიტრი თბილი წყალი, 1 ჩ.კ. საფუარი 2 კგ. ფქვილი 2 კოლოფი მარგარინი, მარილი.
მოვზილოთ ცომი, წავუსვათ მარგარინი, გადავახვიოთ რულეტივით და დავჭიმოთ, შევდოთ მაცივარში და მეორე დღეს გამოვაცხოთ, ზემოდან წავუსვათ მაწვნიანი კვერცხი. გამოდის 6 ცალი.
100გრ არაყი, 300გრ თბილი წყალი 100გრ მარგარინი, 2ს/კ ძმარი,50გრ ზეთი,ფქვილი შევაზილოთ იმდენი რომ გამოვიდეს რბილი მასა.
მოზელილი ცომი გავყოთ 3 ნაწილად.ავიღოთ 500გრამიანი მარგარინი უსტამი,გავყოთ 9 ნაწილად.შერბილებული მარგარინი წაუსვათ გაბრტყელებულ ცომს და გადავკეცოთ კონვერტისებურად, ასე გავიმეოროთ 3-ჯერ.(ცომს მაცივარი არ უნდა) შემდეგ თითოეული გუნდა გავჭრათ 3 ნაწილათ,თითო ნაწილიდან უნდა გამოვიყვანოთ 4 ხაჭაპური.მ ოვალაგოთ ჟარუნაზე და ზემოდან წაუსვათ კვერცხი.
ხაჭაპური სასწრაფო..
ხუთწუთიანი ხაჭაპური...
200 გრამი კარაქი დავფშვნათ 5 თხელ ჭიქა ფქვილში. ისე რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. შუაგულში ჩავასხათ ერთ ქილაზე ცოტა ნაკლები მაწონი. სანამ მაწონს და ფქვილს ავურევთ 1 ჩაის კოვზი სოდა გავხსნათ 2 ჩაის კოვზ ძმარში და დავასხათ მაწონს . ამის შემდეგ მოვზილოთ ცომი. გავახვიოთ ის ცელოფანში და შევდოთ საყინულეში მანამ სანამდე ყველს მოვამზადებთ. გავხეხოთ 700-800 გრამი წყალგავლებული და არა დამბალი ყველი (დალბობა არ არის საჭირო ) დავუმატოთ ერთი კვერხი. გამოვიღოთ ცომი მაცივრიდან გავაბრტყელოთ კონვერტისებურად მთლიანად და შუაში მოვათავსოთ ყველი. გვერდები ორი მხრიდან მივიტანოთ ერთმანეთთან და მოვუკრათ პირი და ბოლოები. თავზე გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული და შევდოთ გაზქურაში. ხაჭაპური დაახლოებით 25-30 წუთში მზად იქნება.
ხაჭაპური……..
1 სუფრის კოვზი საფუარი, 1 სუფრის კოვზი შაქარი, 1/2 ჩაის კოვზი მარილი, 0,5 ლ რძე, ფქვილი რამდენსაც შეიზელს, 30 გრ ზეთი.
0,5 ლ თბილ რძეში გავხსნათ 1 სუფრის კოვზი საფუარი, 1 სუფრის კოვზი შაქარი და 1/2 ჩაის კოვზი მარილი. მოვაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი. ზელვის დროს ხელი დავისველოთ ზეთში. გადავაფაროთ ტილო, დავდგათ თბილ ადგილას 1,5-2 საათით, ვიდრე ცომი არ ამოვა. აფუებული ცომი გავყოთ 4 ნაწილად, ამოვავლოთ ფქვილში, სათითაოდ გავაბრტყელოთ. თითოეულზე მოვათავსოთ ყველის გულსართი, მოვუკრათ თავი, გავაბრტყელოთ, გამოვაცხოთ ცხელ ქურაში. ცხელ, გამომცხვარ ხაჭაპურს ზემოდან გადავუსვათ კარაქი. ყველის გულსართი: 1 კგ ყველი (იმერული, სულგუნი, ბრინზა, ,,ქარხნული"), 1 ც კვერცხი, კარაქი. უმარილო ან ნაკლებად მარილიანი ყველი დავჭრათ, დავჭყლიტოთ ან გავხეხოთ საცერში, ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, მოვზილოთ ხელით, შეიძლება შევურიოთ კვერცხი. თუ ყველი მარილიანია, მაგარია, დავჭრათ თხელ ნაჭრებად, ჩავალაგოთ რაიმე ჭურჭელში, დავასხათ წყალი, დავტოვოთ 2-4 საათის, ან მეტი ხნის განმავლობაში (ყველის მარილიანობის მიხედვით), პერიოდულად ვუცვალოთ წყალი. გადავიტანოთ თუშფალანგზე, დავწრიტოთ, გავწუროთ, გულდაგულ დავჭყლიტოთ, დავამატოთ კვერცხი. თუ ყველი ცხიმიანი არაა, შეიძლება დავამატოთ კარაქი - გემოვნებით. ასეთივე ცომითა და ტექნოლოგიით მზადდება კარტოფილის, ყველისა და კარტოფილის, ჭარხლის ფოთლის, ყველისა და კვერცხის ხაჭაპურები.